ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. რეგიონში პროექტების მიმდინარეობას მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე პირადად ეცნობა. ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ჭელიაღელე-თლღი -ხოტევის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება – 1 410 398 ლარს შეადგენს.
პროექტის დასრულების შემდგომ სამი სოფლის მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ცენტრთან დაკავშირებას კომფორტულად და უსაფრთხოდ შეძლებს. ხელმძღვანელები ქ.ამბროლაურში, დასრულების ფაზაში გურგენიძის ქუჩის ასფალტირების მეორე რიგის სამუშაოებსაც გაეცნენ, პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 665 777 ლარს შეადგენს. აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაციის შედეგად, დამთვალიერებლები ე.წ. “სიყვარულის ჩანჩქერთან”, რომელიც ტურისტულად მიმზიდველი ადგილია, განახლებული გზით მივლენ.

Visited 80 times, 1 visit(s) today