ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებს მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან გიორგი დონაძესთან ერთად, ადგილზე გაეცნო.
სოფელ წესის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოიცავს სადრენაჟე სისტემის, მიშენებაზე სახურავისა და ხის ფენილის მოწყობას. სამუშაოების ღირებულება 35 416 ლარს შეადგენს. სოფელ კვაცხუთის საჯარო სკოლაში ცენტრალური გათბობის სისტემის მოწყობა ხორციელდება. პროექტის ღირებულება 70 653 ლარს შეადგენს. რეაბილიტაცია უტარდება სოფელ ბუგეულის საჯარო სკოლის სახურავს, რომლის ბიუჯეტი 40 406 ლარით არის განსაზღვრული. სოფელ ნიკორწმინდის საჯარო სკოლის სახურავის რეაბილიტაციის ბიუჯეტი 41 912 ლარს შეადგენს.
სოფელ თლუღის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები შესასვლელის გადახურვას, სპორტ- დარბაზის ჭერში ფენილისა და დერეფანში ლამინატის შეცვლის სამუშაოებს მოიცავს. ხელმძღვანელებმა სოფელ სადმელის საჯარო სკოლის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაათვალიერეს, რომლის ღირებულება 54 204 ლარს შეადგენს. რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები სასწავლო წლის დასაწყისამდე დასრულდება

Visited 122 times, 1 visit(s) today