ამბროლაურში ახალი საფეხბურთო მოედნის მშენებლობა განიხილება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელს მამუკა კვარაცხელიას შეხვდა. საუბრის ძირითად თემას რეგიონში ფეხბურთის განვითარება და სხვადასხვა სპორტული აქტივობების ხელშეწყობა წარმოადგენდა. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ქალაქ ამბროლაურში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო მოედნის მშენებლობის საკითხი, რის განხორციელების შემთხვევაშიც ამბროლაური უმასპინძლებს როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონის სპორტულ ტურნირებს. მოედნის მშენებლობა ხელს შეუწყობს სპორტული ტურიზმის განვითარებას და ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, ასევე სამუშაო ადგილების შექმნას, სადაც დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა.

Visited 187 times, 1 visit(s) today