ამბროლაურში, მორიგი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ამბროლაურში, მორიგი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომლის შემადგენლობაში გუბერნატორთან და გუბერნატორის მოადგილეებთან ერთად რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები, მათი მოადგილეები და ქალაქ ამბროლაურის მერიის ხელმძღვანელები შედიან.
სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხი, განსაკუთრებული ყურადღება კი დაეთმო რეგიონში მიმდინარე და განსახორციელებელ საინვესტიციო პროექტებს.
გუბერნატორმა ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე ინფორმაციები უშუალოდ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებისგან მოისმინა და მოუწოდა მათ, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს პროექტების შესრულების ხარისხსა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებს.
თათბირზე ასევე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები: ბიუჯეტების შესრულება მუნიციპალიტეტებში, სოციალური ჭრის ფარგლებში მოსახლეობის I და II ხარისხის მერქნით მომარაგებასთან დაკავშირებით განხორციელებული ღონისძიებები, მუნიციპალიტეტებში ზამთრის სეზონისთვის მოსამზადებელი სამუშაოები და სხვა.

Visited 115 times, 1 visit(s) today