ამბროლაურში მცხოვრებს, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ, 8 მარტი ამბროლაურში მცხოვრებს, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქალბატონებს მიულოცეს. რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქუჩაში შემხვედრ და სავაჭრო ობიექტებში მომუშავე ქალბატონებს, ასევე დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლებს და სამედიცინო მედ-პერსონალს სიმბოლური ყვავილები გადასცეს.

Visited 98 times, 1 visit(s) today