ამბროლაურში საზეიმოდ აინთო საახალწლო ნაძვის ხე

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ამბროლაურში საზეიმოდ აინთო საახალწლო ნაძვის ხე, ანსამბლმა „საგალობელმა „ მრავალჟამიერი და საახალწლო ალილო შეასრულა, ღონისძიებაში მონაწილეობა დავით თორაძის სახელობის სამუსიკო სკოლამაც მიიღო. საზეიმო ცერემონიას მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე ოჯახთან ერთად დაესწრო.

„მინდა მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი ჩვენს ქვეყანას, ჩვენი რეგიონის მოსახლეობას, მინდა ვუსურვო ყველას მშვიდობა და საახალწლო ნატვრის ახდენა. გასული წელი შედეგიანი იყო ჩვენი რეგიონისთვის, ახალი წელი სიახლის და იმედის მომტანია, 2020 წელს კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი პროექტების და პროგრამების განხორციელებას ველოდებით ჩვენს მხარეში“-განაცხადა ჯაფარიძემ.

საახალწლო ნაძვის ხის ანთების ღონისძიებას რწმუნებულის მოადგილეები და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებიც დაესწრნენ.

Visited 145 times, 1 visit(s) today