იუსტიციის სამინისტრო საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობას განაგრძობს. ქ.ამბროლაურში, სამშენებლო სამუშაოები მხარის რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ასლან საგანელიძემ ადგილზე დაათვალიერეს. პროექტის ღირებულება 717 387ლარს შეადგენს; შემსრულებელი შპს”მთაწმინდა 2007″; დაწყება -დასრულების ვადებია: 14/05/2019-14/09/2019წწ. სოფ.ჭრებალოში აგრეთვე მიმდინარეობს საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა, ღირებულებით 702 454 ლარი. შემსრულებელი- შპს”მთაწმინდა 2007″; პროექტის დაწყება-დასრულების ვადებია :15/07/2019-19/11/2019წწ. საზოგადოებრივი ცენტრების მიზანი იმ სოფლების სახელმწიფო და კერძო სერვისებით უზრუნველყოფაა, რომლებიც დაშორებული რაიონული ცენტრებიდან. პროექტის მთავარი იდეა სახელმწიფო სერვისების მოქალაქემდე მიტანა და ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებაა. 200-ზე მეტი მომსახურების მიღება სოფლიდან გაუსვლელად იქნება შესაძლებელი.
ამბროლაურში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს
22/10/2019