ამბროლაურში ფესტივალი “შემოდგომის ფერები” გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქალაქ ამბროლაურში, კულტურის სახლის მიმდებარე პარკში, ფესტივალი „შემოდგომის ფერები“ ჩატარდა, სადაც მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ რთველთან დაკავშირებულ აქტივობებში: საწნახელში დაეწურათ ყურძენი, საკუთარი ხელით მოემზადებინათ თათარა და ამოევლოთ ჩურჩხელა. გაიმართა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში დამზადებული ხელნაკეთი ნივთების, ფერწერული და თექის ნამუშევრების გამოფენა. ჩატარდა შეჯიბრი მაგიდის ჩოგბურთსა და ჭადრაკში.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს რეგიონის მუნიციპალიტეტების ფოლკლორულმა ანსამბლებმა და სამუსიკო სკოლებმა. დასკვნით კონცერტზე კი მაყურებელთა წინაშე ჯგუფი „არტ ნიუ ლაიფი“ წარსდგა. შემოდგომის დადგომასთან დაკავშირებული ფესტივალი – „შემოდგომის ფერები“ წელს პირველად გაიმართა და როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, მომდევნო წლიდან გაცილებით მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.
ღონისძიება, „რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაციის“, ა(ა)იპ „რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს-ცენტრის“ ორგანიზებით, კომპანია „გეოფლაუერის“ სპორნსორობით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციის, ა(ა)იპ „ზრდასრულთა განათლების ცენტრის“ და რეგიონის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით მოეწყო.

Visited 497 times, 1 visit(s) today