ამბროლაურში, ძლიერი ქარის, წვიმის და სეტყვის შედეგად 8 საცხოვრებელი კორპუსის სახურავი დაზიანდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქალაქ ამბროლაურში სტიქიაა. ძლიერი ქარის, წვიმის და სეტყვის შედეგად 8 საცხოვრებელი კორპუსის სახურავი დაზიანდა, სამ კორპუსს ძლიერმა ქარმა მთლიანად გადახადა სახურავი. სტიქიის ადგილას მყისიერად მოხდა სამაშველო სამსახურის მობილიზება. ამჟამად ქალაქში შემოსასვლელი ცენტრალური გზა გახსნილია. ყველა დაზიანებულ საცხოვრებელ სახლთან მობილიზებული არიან სამაშველო და მერიის სამსახურები, მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. ადგილზე სახელმწიფო რწმუნებული, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება. მიმდინარეობს ელექტრო ენერგიის აღდგენის სამუშაოები. უკვე შეიქმნა კომისია, რომელიც ზარალს ითვლის. წინასწარი ინფორმაციით ზარალი ნახევარ მილიონ ლარზე მეტია. მოქალაქეთა ფიზიკური დაზიანების ფაქტები არ დაფიქსირებულა.

Visited 157 times, 1 visit(s) today