ამერიკის ელჩმა და მისმა მეუღლემ ილია მეორეს უმასპინძლეს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ და მისმა მეუღლემ ფრანჩესკამ მის უწმინდესობას, პატრიარქ ილია მეორეს უმასპინძლეს. აშშ საელჩოს ინფორმაციით, შეხვედრისას, რომელიც ელჩის რეზიდენციაში გაიმართა, აშშ-საქართველოს ურთიერთობები განიხილეს.

“დღეს ელჩ კელისა და მის მეუღლე ფრანჩესკას მისი უწმინდესობის, პატრიარქ ილია II-ის მასპინძლობის პატივი ხვდათ. შეხვედრისას, რომელიც ელჩის რეზიდენციაში გაიმართა, აშშ-საქართველოს ურთიერთობები განიხილეს. ფრანჩესკა ოპერის პროფესიონალი მომღერალია. სადილისას მან და ილია II-მ პატრიარქის მუსიკალურ კომპოზიციებზე ისაუბრეს. პატრიარქმა ელჩს საჩუქრად გადასცა ნახატი, რომელზეც ნატვრის ხეა გამოსახული”, – ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.

Visited 211 times, 1 visit(s) today