ამერიკული მძიმე ტექნიკის ნაწილი უკვე ვაზიანშია

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„ღირსეული პარტნიორი 2017“-ში მონაწილე ამერიკული მძიმე ტექნიკის ნაწილი უკვე ვაზიანშია ამერიკული მძიმე ტექნიკა ფოთის პორტიდან ვაზიანში სარკინიგზო გზით ჩამოვიდა. ემ-1 ა-2 ტიპის ტანკები „აბრამსები“ და ქვეითთა საბრძოლო მანქანები „ბრედლები” -ის ვაზიანში ეშელონებიდან გადმოტვირთვას საქართველოს სახმელეთო ჯარების არმოსავლეთ სარდალი, სწავლების ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძე დაესწრო. მრავალეროვნული სწავლება „Noble Partner 2017-ს“ საქართველოს შეიარაღებული ძალები და აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობა ვაზიანის პოლიგონზე მესამედ ჩაატარეებს. საერთაშორისო სწავლებაში მონაწილეობას საქართველო შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფები, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები, დიდი ბრიტანეთის სადესანტო ასეული, გერმანიის ბუნდესვერის მექანიზებული ოცეული და უზრუნველყოფის ჯგუფი, უკრაინის ერთი ქვეითი ოცეული, სომხეთის სამედიცინო ასეული (საველე ლაზარეთი), სლოვენიის ქვეითი ოცეული და უზრუნველყოფის ჯგუფი და თურქეთის შეიარაღებული ძალებიდან 4 ოფიცერი მიიღებს მონაწილეობას. „Noble Partner 2017-ის“ მიზანი სტაბილურობის, თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში უნარ–ჩვევების გაუმჯობესება, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებთან ურთიერთთავსებადობის გაზრდა, ნატოს რეაგირების ძალების (NRF) საწვრთვნელი შესაძლებლობის განვითარება და თანამშრომლობის გაღრმავება NRF-ში მონაწილე ქვეყნებს შორის, ასევე ლოგისტიკური დაგეგმვისა და აღსრულების პროცედურების დახვეწაა. სწავლების სცენარი სტაბილურობის, შეტევა/თავდაცვის ოპერაციებს ემყარება.

Visited 183 times, 1 visit(s) today