ამიერიდან, საქართველოს აქვს სრულყოფილი, ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი კონსტიტუცია

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„ამიერიდან, საქართველოს აქვს სრულყოფილი, ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი კონსტიტუცია, რომელიც იმის უმთავრესი გარანტიაა, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესი შეუქცევადი გახდება“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციის ახალი რედაქციის პირველი გამოცემის პრეზენტაციაზე.

მისივე თქმით, საქართველოს კონსტიტუციის მიღების დღეზე კონსტიტუციის ახალი რედაქციის პირველი გამოცემის პრეზენტაციის დამთხვევა სიმბოლურად მოხდა. პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) მხარდაჭერისთვის. მისივე თქმით, სიმბოლურია, რომ დღევანდელი პრეზენტაცია გერმანიის ფედერალური კანცლერის, ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტს დაემთხვა.

Visited 178 times, 1 visit(s) today