ამ დროისთვის, კაპიტალური რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დღეს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ შალვა ბერძენიშვილმა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ, ქალაქ ახალციხეში ცენტრალურ ქუჩებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. ამ დროისთვის, კაპიტალური რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს მერაბ კოსტავას, პაატა ნათენაძის, შალვა ახალციხელის, ზურაბ დიდიმამიშვილის, ცხრა აპრილისა და რუსთაველის ქუჩებზე. პროექტის ფარგლებში, საავტომობილო გზასთან ერთად, საფეხმავლო ბილიკები და მიმდებარე ინფრასტრუქტურა ეწყობა. ასევე,მიმდინარეობს შოთა რუსთაველისა და თამარ მეფის ძეგლების ტერიტორიების კეთილმოწყობაც.სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელმა პირებმა, მშენებელი და ზედამხედველი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად პროექტების დეტალები განიხილეს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

Visited 51 times, 1 visit(s) today