ამ მედიკამენტს მაღალი რისკის ქვეშ მყოფი, თუ თანმდევი დაავადებების მქონე პაციენტები უფასოდ მიიღებენ

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოში, COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატი „პაქსლოვიდი“ შემოდის. ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, სადაც COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტი იქნება ხელმისაწვდომი.

„ამ მედიკამენტს მაღალი რისკის ქვეშ მყოფი, თუ თანმდევი დაავადებების მქონე პაციენტები მას უფასოდ მიიღებენ – ისინი, „პაქსლოვიდით“, ინფიცირებიდან პირველი ხუთი დღის განმავლობაში იმკურნალებენ“ , – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ „პაქსლოვიდი“ Pfizer-ის წარმოეებისაა და 90%-იანი დაცულობა გააჩნია.

ზურაბ აზარაშვილმა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ახალ პარტიაზეც ისაუბრა.

„ახალი ვაქცინა, საქართველოში, მომდევნო კვირაში შემოვა“, -აღნიშნა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატი პანდემიის დასრულების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იქნება, ისევე როგორც ვაქცინაციის პროცესი, რომლის წასახალისებლადაც კვლავ გაგრძელდება ერთჯერადი დანამატების გაცემა – პირველი აცრის შემთხვევაში 200 ლარის, „ბუსტერ“ დოზის შემთხვევაში კი 100 ლარის ოდენობით.

Visited 40 times, 1 visit(s) today