ანაკლიასა და განმუხურში მიმდინარე პროექტებს ლუდუკ ხასია გაეცნო.

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსთან ნუგზარ გაბელიასთან ერთად ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს განაგრძობს. სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ამჯერად ანაკლიასა და განმუხურში მიმდინარე პროექტებს გაეცნო. აქტიურად მიმდინარეობს განმუხურის ამფითეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ანაკლიაში ასევე შენდება საბავშვო ბაღი. 110 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
ლუდუკ ხასია, ასევე გაეცნო ანაკლიაში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობის მშენებლობის პროცესს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 632 939 ლარი დაიხარჯება.
სახანძრო-სამაშველო შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად იქნება აღჭურვილი. მოეწყობა ავტოსადგომი, სასწავლო და სატრენაჟორო ოთახები, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მეხანძრე-მაშველების სამუშაო პირობებს.
შენობაში გათვალისწინებულია სამი სპეცმანქანისა და ორი კატერის განთავსება, რაც მეხანძრე-მაშველებს საშუალებას მისცემს სამაშველო ღონისძიება როგორც ხმელეთზე, ასევე ზღვაში განახორციელონ.

Visited 96 times, 1 visit(s) today