ანაკლიაში მედიატური გაიმართება

სახელმწიფოს მიერ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გატარებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე საზოგადოების ფართო ინტერესის გათვალისწინებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით 31 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოს რეგიონში მედიატური გაიმართება.
მედიატურში მონაწილეობის მსურველ ჟურნალისტებს, გთხოვთ დარეგისტრირდეთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს ელექტრონულ მისამართზე: info@nfa.gov.ge
მედიატური ფარგლებში დაგეგმილია თხილის ბაღებისა და თხილის გადამამუშავებელი საწარმოების მონახულება.წარმოდგენილი იქნება ანგარიში დარგში არსებული მდგომარეობის და აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების შესახებ.
1 სექტემბერს, ანაკლიაში გაიმართება თხილის მე-4 ფორუმი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, დარგობრივი ასოციაციების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი ხელისუფლების და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.
მედიატური აშშ-ის საერთასორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის ( REAP) მხარდაჭრით ხორციელდება.

Visited 147 times, 1 visit(s) today