ანაკლიაში სასწავლო ცენტრი გაიხსნა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში ანაკლიის სასწავლო ცენტრი გახსნა და საგრანტო პროგრამა გამოცხადდა. ღონისძიებაში მონაწილეობა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა და USAID-ის მისიის ხელმძღვანელმა პიტერ ვიბლერმა მიიღეს.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სასწავლო კურსები მოიცავს სხვადასხვა დარგებს, მათ შორის, მეწარმეობას, ბიზნესის ადმინისტრირებას, ტურიზმსა და სოფლის მეურნეობას, ინგლისური ენისა და კომპიუტერული პროგრამების შესწავლას.
ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში, ასევე ცხადდება საგრანტო კონკურსი აგრარული, ტურისტული თუ სხვა მიმართულებებით, რაც მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდას და თანმდევ ტრენინგებთან ერთად მოსახლეობის ბიზნეს და ტექნიკური უნარების გაუმჯობესებას ემსახურება. შეხვედრას მოქალაქეებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ და USAID-ის „ზრდა“ პროექტის ერთობლივი ინიციატივაა.

Visited 169 times, 1 visit(s) today