ანანურში, ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალის სამედიცინო აქცია გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები სამართლიანობისათვის” ინიციატივითა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სოფელ ანანურის საჯარო სკოლის შენობაში, ქართულ-ჰოლანდიურმა ჰოსპიტალმა უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქცია გამართა. ანანურის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას ამ აქციით შესაძლებლობა მიეცა, ექიმის დანიშნულებით ჩაეტარებინა ინსტრუმენტულ-დიაგნოსტიკური კვლევები – ექოსკოპია და კარდიოექოსკოპია. ასამდე პაციენტს უფასო კონსულტაციები გაუწიეს სპეციალისტებმა შესაბამის სფეროებში: კარდიოლოგია, ზოგადი ქირურგია, ნეიროქირურგია, სისხლძარღვთა ქირურგია, ტრავმატოლოგია, პროქტოლოგია, ექოსკოპია და თერაპია. ანანურში ჩატარებულ სამედიცინო აქციას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზაქარია ხეხელაშვილი დაესწრო. მან მოსახლეობის სახელით, მადლობა გადაუხადა აქციის ინიციატორებს, რომლებიც პერიოდულად მართავენ სამედიცინო-ჰუმანიტარულ აქციებს დუშეთის მუნიციპალიტეტში.

Visited 96 times, 1 visit(s) today