ანა დოლიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პრეზიდენტის ბრძანება წარადგინა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პრეზიდენტის ბრძანება წარადგინა, რომელიც საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენებას ითვალისწინებს.
საქართველოს უმაღლესმა მთავარსარდალმა აღნიშნული ბრძანება გუშინ გამოსცა, პარლამენტმა კი, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანებას დღეს დაუჭირა მხარი.
“ბევრი ჩვენი მოქალაქე და ამავე დროს სხვადასხვა უწყების თანამშრომელი ჩართულია ძალიან მძიმე საქმიანობაში, რათა გადალახოს ეს მძიმე სტიქია.
ჩვენ კონცენტრირება უნდა მოვახდინოთ იმაზე, რომ წარმატებით დავამარცხოთ ხანძარი. საქმე გვაქვს ძალიან სერიოზულ სტიქიასთან. საკმაოდ ფართომასშტაბიან მოვლენებთან, ფართომასშტაბიან სტიქიურ უბედურებასთან.
ბუნებრივია, როგორც კი დასრულდება მასთან გამკლავება, ისე როგორც ეს ხდება ყველა ევროპულ სახელმწიფოში ამ ტიპის უბედურების შემდეგ ძალიან სერიოზული დაფიქრება და ვითარების შესწავლა იქნება აუცილებელი”, – განაცხადა ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

Visited 157 times, 1 visit(s) today