ანა დოლიძე ვენეციის კომისიის 111- ე სესიაზე საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კომისიის დასკვნის განხილვაზე სიტყვით გამოვა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე დღეს ვენეციას ეწვია. ანა დოლიძე 16-18 ივნისს კომისიის 111- ე სესიის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას და საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტთან დაკავშირებით კომისიის დასკვნის განხილვისას საქართველოს პრეზიდენტის პოზიციას სხდომის მონაწილეებს სიტყვით გამოსვლისას გააცნობს. სესიაზე დასკვნის შესახებ დისკუსიის რეჟიმში იმსჯელებენ.
“როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი მივემგზავრები ვენეციაში, ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე დასასწრებად და პრეზიდენტის პოზიციის წარსადგენად.
შევხვდები ვენეციის კომისიის წევრებს და გავაცნობ ჩვენს პოზიციას, იმის შესახებ არის თუ არა ცვლილებებში გამოხატული ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ფასეულობები, გაწონასწორების მექანიზმები, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხები და ყველა ის თემა, რაზეც პრეზიდენტი და ჩვენ ვამახვილებდით ყურადღებას, მათ შორის, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის შესახებ”,- აღნიშნა ანა დოლიძემ.

Visited 185 times, 1 visit(s) today