ანდრონიკაშვილის ქუჩის კაპიტალური რეკონსტრუქცია გრძელდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ანდრონიკაშვილის ქუჩისა და შესახვევის კეთილმოწყობა გრძელდება. ქუჩის ერთ მონაკვეთზე უკვე გამოცვლილია წყლისა და წყალარინების სისტემები, დაგებულია ასფალტის საფარის პირველი ფენა და მიმდინარეობს დეკორატიული ფილების მოწყობა ტროტუარებზე. ქუჩის მეორე მონაკვეთზე კი გრუნტის შეცვლის სამუშაოები ხორციელდება. რაც შეეხება ანდრონიკაშვილის შესახვევს, აქ ღია, ცხაურიანი არხი მოეწყო და დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე ბორდიურებისა და დეკორატიული ფოლების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ტროტუარებზე დამონტაჟდება უსინათლოთა ბილიკები და პანდუსები. პროექტის ღირებულება 2 მილიონ 118 ათას 500 ლარს შეადგენს. სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო და 2018 წლის ივნისისთვის დასრულდება.

Visited 139 times, 1 visit(s) today