ანტიკორუფციული საბჭოს სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

იუსტიციის სამინისტროში ანტიკორუფციული საბჭოს სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას საბჭოს წევრები, საქართველოს აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნომ შეხვედრაზე განიხილა განახლებული ანტიკორუფციული სტრატეგია; 2017-2018 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის პროექტი; ასევე, 2015-2016 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის 2016 წლის პროგრესის ანგარიში და მონიტორინგის პროექტი. ანგარიშებში 14 სტრატეგიული პრიორიტეტის მიხედვით ასახულია ეროვნული ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმით განსაზღვრული მიზნების მიღწევის პროცესი და არსებული გამოწვევები; მოყვანილია ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს შეფასებები და რეკომენდაციები სამომავლო პროცესის დაგეგმვის მიზნით. პროექტები მომზადდა პასუხისმგებელი უწყებებისგან მიღებული ინფორმაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე. შეხვედრაზე მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა სამუშაო ჯგუფის წევრებს ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის ბიუჯეტის შემუშავების ნაწილთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია. ანტიკორუფციული სტრატეგიული დოკუმენტის ყველა პროექტი (სტრატეგია, 2017-18 წლების სამოქმედო გეგმა და ანგარიშები) გადაეგზავნება არასამთავრობო სექტორს შენიშვნებისა და კომენტარების მოსაწოდებლად. საბოლოოდ, ყველა დოკუმენტი თებერვლის ბოლოს ანტიკორუფციულ საბჭოს დასამტკიცებლად წარედგინება.

Visited 149 times, 1 visit(s) today