აპრილიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უმაღლესი კლასის არტისტების მონაწილეობით კულტურული ღონისძიებების სერია განხორციელდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

აპრილიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უმაღლესი კლასის არტისტების მონაწილეობით კულტურული ღონისძიებების სერია განხორციელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, მთავრობა განიხილავს რესურსების გამოყოფის საკითხს კულტურული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
„დღეს განვიხილავთ რესურსების გამოყოფას, რომელიც ტურიზმის წახალისებას ისახავს მიზნად. ეს არის მთელი ქვეყნის მასშტაბით კულტურული ღონისძიებების სერიის დაფინანსება, რომელიც გულისხმობს მსოფლიოს უმაღლესი კლასის არტისტების ჩამოყვანას საქართველოში და მათი და ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით კულტურული ღონისძიებების დაფინანსებას. ეს ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც რეგიონის მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრად ჩამოყალიბებას,“ – აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთი სიახლის შესახებ ისაუბრა – 22 წლიანი დევნილობის შემდეგ დღეს, პირველად თბილისში, ახალაშენებულ კორპუსში, 126 დევნილ ოჯახს უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაეცემა საცხოვრებელი ბინა.

Visited 102 times, 1 visit(s) today