არსებობს მოლოდინი, რომ “ქართული ოცნება” თავად ამ პარტიის წევრებმაც დატოვონ

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

არსებობს მოლოდინი, რომ “ქართული ოცნება” თავად ამ პარტიის წევრებმაც დატოვონ, – განაცხადა სერგო რატიანმა კოალიციიდან “რესპუბლიკური პარტიის” შესაძლო გასვლას. მისი თქმით, “ქართული ოცნების” არც იმიჯი და არც რეიტინგი არ იძლევა იმის საფუძველს, რომ პარტია მოიგებს მომავალ არჩევნებს და სწორედ ეს ქმნის იმ ვითარებას, რომ რესპუბლიკელებმაც და სხვებმაც შეიძლება დატოვონ კოალიცია.

“დღეს “ქართული ოცნების” რეპუტაცია არის შელახული. მოლოდინი თავად ამ პარტიაში არის რომ შეიძლება წააგონ არჩევნები, დანარჩენებსაც აქვთ ეს მოლოდინი და რასაკვირველია, პარტიიდან ყველა გარბის. არსებობს ასევე მოლოდინი, რომ თავად ამ პარტიის წევრებმაც დატოვონ ის. მე ამასაც ველოდები. სწორედ ეს ქმნის იმ ვითარებას, რომ რესპუბლიკელებმაც და სხვებმაც შეიძლება დატოვონ კოალიცია და პარტია”, – განაცხადა რატიანმა.

Visited 143 times, 1 visit(s) today