არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას ადგილი არ ექნება, – განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენების საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდების შესახებ. როგორც მან აღნიშნა, ფინანსური ცვლილებები ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებს მოხმარდება. ნარმანიას განცხადებით, ბიუჯეტში გარკვეული კორექტირება მხოლოდ არჩევნების შემდგომ მოხდება.
”ბიუჯეტში, ჯერ კიდევ საარჩევო შეზღუდვების დაწყებამდე, გათვალისწინებულია კონკრეტული პროექტები და პროგრამები. თანხა, რომელიც მითებულია ბიუჯეტში ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებს მოხმარდება . არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას ადგილი არ ექნება. ამ ეტაპისთვის, რაიმე სახის ცვლილება დაგეგმილი არ არის. საპარლამენტო არჩევნების შემდგეგ, რაც კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვები მოიხსნება, არსებულ ბიუჯეტში ვგეგმავთ გარკვეული კორექტირების შეტანას”, – განაცხადა და ნარმანიამ.