ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი თბილისის ჩუღურეთის ოლქის მე-3 საარჩევნო უბანში დააფიქსირა. ხმის მიცემის პროცედურის შემდეგ, მან ჟურნალისტებთან საუბარში დადებითად შეაფასა არჩევნების პროცესის ორგანიზების ხარისხი.
„არჩევნებზე ხმა მივეცი იდეალურ კანდიდატს, რომელსაც შეუძლია ღირსეულად წარადგინოს ჩვენი ქვეყანა, როგორც მისმა პრეზიდენტმა. რომელსაც შეუძლია, მაქსიმალურად დაგვეხმაროს ჩვენი ქვეყნისთვის ისეთი მნიშვნელოვანი მიზნების მიღწევაში, როგორიცაა დემოკრატია; ევროპისა და სხვა განვითარებული სამყაროს ქვეყნებთან ინტეგრაცია, სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკის განვითარება,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.