არჩევნების თარიღთან დაკავშირებით იურიდიული ხარვეზი იყო, რომელიც გამოსწორდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

“ქართული ოცნების” გენერალური მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნების თარიღთან დაკავშირებით, იურიდიული ხარვეზი იყო, რომელიც გამოსწორდა. მისი თქმით, ძალიან კარგია, რომ დღეს საზოგადოებამ და პოლიტიკურმა პარტიებმა არჩევნების თარიღი იციან.

”არჩევნების თარიღი ცნობილია, იქნება ასევე 3-თვიანი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდი იმისათვის, რომ პარტიებმა სრულფასოვანი საარჩევნო კამპანია აწარმოონ. ეს წინგადადგმული ნაბიჯია”, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძემ ბრალდებებსაც უპასუხა, რომ ხელისუფლება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას გეგმავს. კობახიძის განმარტებით, ხელისუფლებას ეს არ სჭირდება.

”ეს არ გვჭირდება, რადგან გარდაბნის არჩევნებში დამტკიცდა, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გარეშე გამანადგურებელი ანგარიშით მოვუგეთ ”ნაციონალურ მოძრაობას”, – აღნიშნა კობახიძემ.

Visited 106 times, 1 visit(s) today