არჩევნების 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული არქივის გალერეაში გამოფენა და საზეიმო მიღება გაიმართა.

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული არქივის გალერეაში გამოფენა და საზეიმო მიღება გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, გურიაში სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
საქართველოში თვითმმართველობის პირველი არჩევნები პირველი რესპუბლიკის პერიოდში სამ ეტაპად 1918, 1919 და 1920 წლებში ჩატარდა.
ექსპოზიცია იმართება გერმანია-საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.

Visited 95 times, 1 visit(s) today