არჩილ თალაკვაძესა და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს შორის წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორ გიორგი კეკელიძეს შორის წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის 2020 წლის სამუშაო გეგმებს უკავშირდებოდა. 2020 წელს დაგეგმილია ეროვნული ბიბლიოთეკის I-II კორპუსების სრული რეაბილიტაცია და ბიბლიოთეკის თანამშრომელთა ქვედა რგოლისთვის ხელფასების მატება.

Visited 86 times, 1 visit(s) today