არჩილ თალაკვაძე ,,არწივების” მორაგბეებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, ოზურგეთში, ზვანის სტადიონზე, ქალაქის მერთან, ბეგლარ სიორიძესთან ერთად, სარაგბო კლუბ “არწივების“ მორაგბეებსა და დირექციას შეხვდა, მიმდინარე სეზონში მიღწეული წარმატება მიულოცა და სამომავლო განვითარების საკითხებზე ესაუბრა.
“მომავალ წელს ვგეგმავთ ზვანის სტადიონის სრულ განახლებას. უნდა გაკეთდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სათამაშო მოედანი, გულშემატკივრების ლოჟა, სპორტსმენებისთვის საჭირო შენობა, ადმინისტრაციის ოფისი. ზვანი უნდა გახდეს ადგილი სპორტული დღესასწაულებისთვის”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
სარაგბო კლუბმა “არწივებმა” მიმდინარე წელს პირველ ლიგაში გადაინაცვლა. არჩილ თალაკვაძე კლუბის საპატიო პრეზიდენტია.

Visited 196 times, 1 visit(s) today