არჩილ თალაკვაძე ვატიკანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვატიკანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მონსინიორ ჟოზე აველინო ბეტანკური მიიღო. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე არჩილ თალაკვაძემ და წმინდა საყდრის ნუნციომ საქართველოსა და ვატიკანს შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს. ხაზი გაესვა ისტორიულ მეგობრობას, რომელიც ჩვენს ქვეყანასა და ვატიკანს აკავშირებთ. მონსინიორ ჟოზე ბეტანკურის განცხადებით, წმინდა საყდარი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. საუბარი შეეხო საქართველოს კათოლიკე მოსახლეობის განსაკუთრებულ წვლილს ქვეყნის განვითარებასა და სხვადასხვა მიმართულებით პროგრესში. მხარეებმა მაღალი დონის გაცვლითი ვიზიტების საჭიროების შესახებ იმსჯელეს და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

Visited 85 times, 1 visit(s) today