არჩილ თალაკვაძე სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ზოჰრაბ მნაცაკანიანი მიიღო, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მხარეებმა არსებული ორმხრივი ურთიერთობები მიმოიხილეს და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცების შესახებ იმსჯელეს.
საუბარი შეეხო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სომხეთში დაგეგმილ ვიზიტს და მის მნიშვნელობას ორი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს შორის კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.
აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში, საქართველოს ვიზიტით სომხეთის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ახლადშექმნილი ჯგუფი ეწვევა.
საუბარი ასევე, შეეხო საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის საქმიანობას და ორი ქვეყნის განსაკუთრებულ როლს რეგიონული მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიღწევაში.

Visited 64 times, 1 visit(s) today