არჩილ თალაკვაძე სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რუბენ სადოიანს შეხვდა. შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობები და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის დღის წესრიგი განიხილეს. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა სომხეთის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის მიერ უახლოეს მომავალში დაგეგმილი ვიზიტი იყო. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა გაცვლითი ვიზიტებისა და საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების კავშირების ინტენსიფიკაციის მნიშვნელობას.

Visited 83 times, 1 visit(s) today