არჩილ ჯაფარიძემ ამბროლაურში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ ამბროლაურის მუნიციპალიტის საკრებულოს თავმჯდომარესთან -ასლან საგანელიძესთან ერთად, ქ.ამბროლაურში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
ქ.ამბროლაურში მიმდინარეობს საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოები.
სახელშეკრულებო თანხაა- 1 947 885ლარი
სამუშაოებს ასრულებს შპს „მეოხი“.
პროექტის დაწყება-დასრულების ვადებია : 13/07/2018-16/10/2019წწ.
მიმდინარეობს მდ.კრიხულაზე დამცავი კედლის მოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოები.
პროექტის სახელშეკრულებო თანხაა 836 658ლარი.
სამუშაოებს ასრულებს შპს“AWARD”.
პროექტის დაწყება-დასრულების ვადებია : 27/02/2019-26/06/2019წწ.
დასრულდა ქ.ამბროლაურში მდებარე საცურაო აუზის სარეაბილიტაციო სამუშაოები,
თანხით- 377 855ლარი.
არჩილ ჯაფარიძემ პროექტების მონიტორინგის დროს ყურადღება შესრულების ხარისხზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ შემსრულებლების მხრიდან მაქსიმალურად უნდა მოხდეს სამუშაოების შესრულების ხარისხისა და ვადების დაცვის კონტროლი.

Visited 74 times, 1 visit(s) today