სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ და რწმუნებულის მოადგილეებმა ლევან ქვათაძემ და გიორგი გონაძემ, ამბროლაურის „გრინვეი საქართველოს” ტექინსპექტირების ცენტრი დაათვალიერეს, გაეცნენ სამუშაო პროცესს და საქართველოს ავტოინდუსტრიაში მიმდინარე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა, ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების მიმდინარეობა შეაფასეს. ასევე, სს „გრინვეი საქართველო“ ზაფხულის კამპანიის ფარგლებში საქართველოს 16 ადგილობრივ მუნიციპალიტეტში მოსახლეობას ორთვიან სტაჟირების პროგრამას სთავაზობს.
პროგრამაში ჩართული სტაჟიორები სს „გრინვეი საქართველოს“ სერვის ცენტრებში გაივლიან ორთვიან უფასო სტაჟირებას. ინტენსიური გადამზადების ფარგლებში სტაჟიორები შეისწავლიან ინსპექტირების ძირითად სტანდარტებსა და პრინციპებს. ასევე, მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას ტექნიკური ინსპექტირების დარგში მოქმედი კანონმდებლობისა და რეგულაციების შესახებ.
სტაჟირების პროგრამის შესახებ დეტალური ინფორაცია შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ლინკზე: https://www.umartivesad.ge/ka/news/stajireba-grinveishi