არჩილ ჯაფარიძემ, ონის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, ბარი-მრავალძლის გზის ასფალტირების მიმდინარე სამუშაოები მოინახულა და შემსრულებელი კომპანიის „შპს გზამშენი-2“-ის წამომადგენლებს შეხვდა. აღნიშნული პროექტი არის მუხლი-მრავალძლის 16 კმ-იანი საავტომობილო გზის მშენებლობის მეორე ეტაპი. 2019 წელს იგეგმება მესამე ეტაპის განხორციელება და მრავალძლის ტაძრამდე დარჩენილი 5,5 კმ-იანი გზის ასფალტირება.
აღნიშნულ მიმართულებაზე ასფალტირება 2016 წელს დაიწყო. ამ დრომდე შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულება 2 436 000 ლარს შეადგენს, რომელთა დაფინანსება რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ბიუჯეტებით განხორციელდა.