არჩილ ჯაფარიძემ ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლად დავით ჩიკვაიძე წარადგინა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლად დავით ჩიკვაიძე წარადგინა. როგორც რწმუნებულმა აღნიშნა, მას საჯარო, კერძო და საერთაშორისო სექტორში მუშაობის კარგი გამოცდილება აქვს. განათლებით სამართლის დოქტორია, მისი სამუშაო გამოცდილება კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და საქართველოს მთავრობის კანცელარიას უკავშირდება. შეხვედრას პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” რეგიონალური კურატორი ანა ლაშხი, ამავე პარტიის რეგიონალური სამსახურის მრჩეველი ალექსანდრე იაშვილი, რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ღუდუმიძე და ონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დავით ჩიკვაიძის განცხადებით, ონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, კონკრეტული გეგმები აქვს. თანამშრომლებთან წარდგენის შემდეგ, ხელმძღვანელებმა ქალაქ ონში მიმდინარე კეთილმოწყობის სამუშაოებიც დაათვალიერეს.

Visited 130 times, 1 visit(s) today