არჩილ ჯაფარიძემ რეგიონში მიმდინარე პროექტების მონიტორინგის ჯგუფებთან სამუშაო თათბირი გამართა

არჩილ ჯაფარიძემ რეგიონში მიმდინარე პროექტების მონიტორინგის ჯგუფებთან სამუშაო თათბირი გამართა. შეხვედრაზე მოისმინეს ინფორმაცია თითოეული პროექტის შესახებ. მოხდა სამუშაოების მიმდინარეობის ხარვეზების იდენტიფიცირება მუნიციპალიტეტების მიხედვით და დაიგეგმა შემდგომი ღონისძიებები მათ აღმოსაფხვრელად. თითოეულ ჯგუფს დაევალა ყოველი დღის ბოლოს წარმოადგინონ წერილობითი ინფორმაცია მათ მიერ მონახულებული ობიექტების შესახებ. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო რწმუნებულის არჩილ ჯაფარიძის ინიციატივით ადმინისტრაციაში შექმნილია სამი სამუშაო ჯგუფი, რომლებიც, რეგიონში შემავალ ოთხივე მუნიციპალიტეტში, პროექტების მიმდინარეობას ყოველდღიურ მონიტორინგს უწევენ.

Visited 67 times, 1 visit(s) today