რომის პაპის ვიზიტი საქართველოში 30 სექტემბერს დაიწყება

12/09/2016

რომის პაპი ფრანცისკე თბილისს 30 სექტემბერს ეწვევა. იმავე დღეს რომის პაპი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდება.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, რომის პაპი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს მოინახულებს და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლიტურგიას აღავლენს.
პაპი ფრანცისკე, თბილისიდან 2 ოქტომბერს აზერბაიჯანში გაემგზავრება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0