არჩილ ჯაფარიძემ, ცაგერში ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობის მიმდინარე პროცესი დაათვალიერა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ და გუბენატორის პირველმა მოადგილემ დავით ღუდუმიძემ ცაგერის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ცაგერში ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობის მიმდინარე პროცესი დაათვალიერეს.

ქ.ცაგერში მიმდინარეობს N2 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს
„TU-KA”. სახელშეკრულებლო თანხაა 354 217 ლარი.
დაწყება–დასრულების ვადებია 28.03.2018–31.08.2018წწ.
ქ.ცაგერში მიმდინარეობს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მშენებლობა. სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს „მმგ“. სახელშეკრულებლო თანხაა 307 170 ლარი. დაწყება–დასრულების ვადებია 31.08.2018–18.06.2018წწ.
ქ.ცაგერში მიმდინარეობს უმწეოთა სასადილოს რეაბილიტაცია. სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს „ჯეო მშენებელი“. სახელშეკრულებლო თანხაა 140 035ლარი. დაწყება–დასრულების ვადებია 12.04.2018–31.07.2018წწ.

Visited 146 times, 1 visit(s) today