მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე და ცაგერის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები ლენტეხის N2 საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიებას დაესწრნენ. ღონისძიების ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებმა სხვადასხვა მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს და საახალწლო საჩუქრები მიიღეს. ხელმძღვანელებმა მოსწავლეებს და მასწავლებელს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და წარმატება უსურვეს.
Visited 138 times, 1 visit(s) today