არჩილ ჯაფარიძე სოფელ ჩიხარეშის საჯარო სკოლის პედაგოგებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხარეშის საჯარო სკოლის პედაგოგებს შეხვდა. რწმუნებული პედაგოგებს რეგიონში მიმდინარე პროცესების შესახებ ესაუბრა და ლენტეხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო, ასევე, ზოგადი განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებზე პედაგოგთა მოსაზრებები მოისმინა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და პედაგოგებმა მათ სოფელში არსებულ პრობლემებზე ღიად ისაუბრეს.
შეხვედრის ბოლოს რწმუნებული მასწავლებლების მიერ დასახელებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნო და მათი გადაჭრის გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელა. არჩილ ჯაფარიძე პედაგოგებს მთავრობის მიერ დაანონსებულ ახალ ინიციატივებზეც ესაუბრა.

„თქვენთვის ცნობილია, რომ განათლების სფეროს ხელშეწყობა სახელმწიფომ პრიორიტეტად გამოაცხადა.
ძალიან მიხარია აღნიშნული ინიციატივა, რადგან სწორედ მასშტაბური ინვესტიციები განათლებაში არის ერთადერთი გზა საქართველოს უკეთესი ნათელი მომავლისთვის.”-აღნიშნა რწმუნებულმა.

რწმუნებულის შეხვედრები პედაგოგებთან გაგრძელდება და რეგიონის ყველა სკოლას მოიცავს.

Visited 89 times, 1 visit(s) today