არჩილ ჯაფარიძე სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე „დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების და სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე გუბერნატორს გაერთიანების წევრებმა მიაწოდეს ინფორმაცია მათ მიერ ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული პროექტების შესახებ, რომლებშიც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მოსწავლე-ახალგაზრდობაც აქტიურადაა ჩართული.
მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსა და მსგავსი ტიპის პროექტებში მუნიციპალიტეტების ჩართულობის მნიშვნელობაზე, ასევე ახალ ინიციატივაზე, რომელიც საქართველოს რეგიონების უკეთ გაცნობის მიზნით, სამხარეო ბანაკების შექმნას გულისხმობს.
„თქვენს მიერ მომზადებული პროექტები და მათი ფორმატი ძალზედ მნიშვნელოვანია ახალგაზრდებს შორის შემდგომი ურთიერთობების გაღრმავების, რეგიონების პოპულარიზაციისა და დაახლოებისათვის. გუბერნატორის ადმინისტრაცია თავისი რესურსებით, კომპეტენციის ფარგლებში, მაქსიმალურად დაუჭერს მხარს მსგავსი ტიპის აქტივობების განხორციელებას და ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონის მოსწავლე-ახალგაზრდობის ჩართულობის წახალისებას“- განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ შეხვედრისას.
დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების (ICSU) წარმომადგენლები რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს შეხვდებიან და დაგეგმილ აქტივობებს გააცნობენ. ამჟამად ორგანიზაცია ქვეყნის მასშტაბით ოთხ ძირითად პროექტს ახორციელებს: „განავითარე შენი რეგიონი და ქალაქი“, „საზაფხულო ბანაკი“, „სტუდენტთა სტაჟირების პროგრამა საქართველოს პარლამენტში“ და „ზამთრის ლიდერთა სკოლა“.

Visited 176 times, 1 visit(s) today