არჩილ ჯაფარიძე შპს ,,მექანიზატორის” თანამშრომლებს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე, გუბერნატორის მოადგილე გიორგი გონაძე და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით მხეიძე შპს “მექანიზატორის” თანამშრომლებს შეხვდნენ და მიმდინარე სამუშაოებს გაეცვნენ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს წინა მოსამზადებელი პროცესი, რათა საგაზაფხულო სამუშაოებმა პრობლემების გარეშე ჩაიაროს.
შპს “მექანიზატორი”, გაწერილი გეგმა–გრაფიკის შესაბამისად, რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტს მოემსახურება.
სოფლის მეურნეობის განვითარება ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთ–ერთი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით მხარის მასშტაბით სხვადასხვა საპილოტე პროგრამის განხორციელება იგეგმება, რაც ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგების განვითარებას.

Visited 628 times, 1 visit(s) today