არც “მრეწველები” და არც “რესპუბლიკური პარტია” კოალიციას არ დატოვებენ

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი, “საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე მიიჩნევს, რომ არც “მრეწველები” და არც “რესპუბლიკური პარტია” კოალიციას არ დატოვებენ. ამის შესახებ საგანელიძემ კოალიციის პოლიტსაბჭოს დაწყებამდე განაცხადა. მისივე თქმით, ამის აუცილებლობა არ არის.

“მე იმდენი წელია პოლიტიკაში ვარ, იმდენი პარლამენტი, უთანხმოება და დაპირისპირება მაქვს გამოვლილი, ნამდვილად არ ვიტყოდი, რომ ეს რაიმე სერიოზული დაპირისპირებაა, რამაც შეიძლება მნიშველოვანი ცვლილებები გამოიწვიოს კოალიციაში. ცხადია, გარკვეული გაუგებრობები ხანდახან მწვავე ხასიათს იღებს, რადგან პოლიტიკაში ყველაფერი ხდება”, – აღნიშნა დავით საგანელიძემ.

ყოფილი დეპუტატი მიიჩნევს, რომ საბოლოო ჯამში, კოალიციაში საღი აზრი გაიმარჯვებს.

“არ მგონია ამას დიდი კონფლიქტი მოჰყვეს. რაც შეეხება დატოვებას, არ მგონია რომელიმე პარტიამ კოალიცია დატოვოს და ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ”, – განაცხადა საგანელიძემ.

Visited 194 times, 1 visit(s) today