არჯევანის ტყის მასივში გაჩენილ ხანძარს რამდენიმე ათეული მეხანძრე-მაშველი და სახანძრო ტექნიკა აქრობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით, დაბა წაღვერის მახლობლად, არჯევანის ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებას ახდენენ. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე ათეული მეხანძრე-მაშველი და სახანძრო ტექნიკა. სახანძრო-სამაშველო ჯგუფების ოპერატიული რეაგირების შედეგად, ამ ეტაპზე დასახლებულ პუნქტში ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

Visited 247 times, 1 visit(s) today