“ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია, ცეცხლი ეკიდა დაახლოებით 8 ჰექტარამდე ტერიტორიას, ცეცხლი ძირითადად ტყისქვეშა საფარზე იყო მოდებული. ამჟამად ადგილზე რჩება ხაძნარ საწინააღმდეგო ტექნიკა და ცოცხალი ძალა. რაც მთავარია, ძალიან დროულად მოხდა მეხანძრე-მაშეველების და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მობილიზება და ხანძრის ლიკვიდირება”- განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
ხანძრის გაჩენის პირველივე წუთებიდან ადგილზე იმყოფებოდა შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი. მეხაძნრე-მაშველების და შინაგან საქმეთა სანინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელთა მობილიზებით და ძალისხმევით ხანძრის ლიკვიდირება დროულად მოხერხდა. ცეცხლი 8 ჰა ტერიტორიაზე გავრცელდა და ძირითადად ტყისქვეშა საფარზე იყო მოდებული. მონიტორინგის მიზნით ხანძრის ადგილზე რამდენიმე სახანძრ-სამაშველო ჯგუფი მთელი ღამის განმავლობაში დარჩება.