აუდიტის საბჭოს სხდომა გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის ხელმძღვანელობით, აუდიტის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც შიდა აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საბჭოს წევრებს მიაწოდეს ინფორმაცია დეპარტამენტის მიერ 2015 წელს გაწეული საქმიანობის შედეგების, ასევე, მიმდინარე წელს განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.
საბჭოს წევრებმა დადებითი შეფასება მისცეს სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულებაში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის აუცილებლობაც გასული წლის ბოლოს, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებულმა ცვლილებებმა განაპირობა.
შეხვედრაზე განიხილეს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაწეული რეკომენდაციები და მათი მონიტორინგის შედეგები.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის სათათბირო ორგანო – აუდიტის საბჭო წარმოადგენს ფინანსთა მინისტრის მუდმივმოქმედ სათათბირო ორგანოს, რომელიც შედგება ხუთი წევრისაგან (მათგან სამი მოწვეული წევრია) და თავისი წინადადებებითა და რეკომენდაციებით, ეხმარება მინისტრს ორგანიზაციის შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის დამკვიდრებასა და ფუნქციონირების შეფასებაში.

Visited 96 times, 1 visit(s) today