აუცილებელია ძალიან სწრაფად დაიწყოს დავით გარეჯის აღდგენა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრეზიდენტმა, “ევროპა ნოსტრას” ჯგუფთან ერთად, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერა. “აუცილებელია ძალიან სწრაფად დაიწყოს ამ ძეგლის აღდგენა. სწორედ, ამას ემსახურება “ევროპა ნოსტრას” მიერ დავით გარეჯის საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლად გამოცხადება. აუცილებელია ამ საქმეს სასწრაფოდ შევუდგეთ”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

“ევროპა ნოსტრა” კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის საზოგადოების პანევროპული ქსელია, რომელიც ევროპის 50-ზე მეტი ქვეყნიდან 250 საზოგადოებრივ ორგანიზაციას, 150 ასოცირებულ და 1500 ინდივიდუალურ წევრს აერთიანებს.
“ევროპა ნოსტრა” საერთო ევროპული მემკვიდრეობის დაცვისა და წარმოჩენისთვის უზრუნველყოფს დიალოგის და დებატების პლატფორმას;

Visited 73 times, 1 visit(s) today