აქტაუ-ქუთაისის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი შესრულდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალმა ავიაკომპანია “სკატი” – მ დაიწყო ოპერირება. დღეს პირველი პირდაპირი რეისი განხორციელდა აქტაუ-ქუთაისის მიმართულებით. ახალი რეისის გახსნასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციას, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ქეთევან ალექსიძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მერი შოთა მუღულია და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. რეისები აქტაუ-ქუთაისი-აქტაუს მიმართულებით შესრულდება კვირაში ორჯერ, სამშაბათობით და ხუთშაბათობით, CRJ-200 ტიპის საჰაერო ხომალდით. ფრენის დრო 1 საათსა და 10 წუთს შეადგენს. ავიაკომპანია „სკატი“ ყაზახეთის ერთ-ერთი უმსხვილესი გადამზიდავი კომპანიაა, რომელმაც ერთ წელიწადში ნახევარ მილიონზე მეტი მგზავრი გადაიყვანა.

Visited 412 times, 1 visit(s) today